LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს არის ცილისწამება, დარწმუნებული ვარ, რომ გავიმარჯვებ“ – გიორგი კალანდია Mona.ge-ს სასამართლოში უჩივის

182
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (3)

ხელოვნების სასახლის გენერალური დირექტორი, გიორგი კალანდია Mona.ge-ს სასამართლოში უჩივის.

საუბარია ორი პოლიტიკური პარტიის, „დროასა“ და „გირჩი – მეტი თავისუფლების“, ერთობლივ პროექტზე, რომლის მიზანი პარტიის ლიდერების განცხადებით, „რუსეთის მსახურების“ მხილებაა.

კობახიძე: „ხოშტარია-ჯაფარიძე ნომერ პირველი აგენტები და მონები არიან, მათი მცდელობა, ისრები სხვაზე გადაიტანონ, წარუმატებლობისთვის არის განწირული“

გიორგი კალანდია ვებსაიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციის უარყოფას, მის შესახებ მასალის აღებასა და ბოდიშის მოხდას ითხოვს.

„ეს არის ცილისწამება, ეს არის ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვა თანამედროვე მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოში. ყველაფერი ამის აღსადგენად და დასაცავად არსებობს სასამართლო. ამიტომ, მე სასამართლოს აუცილებლად მივმართავ. ყველაფერ ამას წარვადგენ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ საქმეში გავიმარჯვებ“, – განაცხადა „იმედთან“ ინტერვიუში კალანდიამ.

ელისაშვილი: „პროექტი მონა.ჯი ისედაც საძაგლობად მიმაჩნდა და გიორგი კალანდიას მანდ შეყვანა არის კიდევ უფრო გულისამრევი“

რაც შეეხება გიორგი კალანდიას შესახებ საიტზე განთავსებულ ინფორმაციას, მასში წერია:

„გიორგი კალანდია მუზეუმებში თეა წულუკიანის რეპრესიული პოლიტიკას ნერგავს. კერძოდ, ჩვენს ხელთ არსებული და გადამოწმებული ინფორმაციით, კალანდია პირადად იბარებს მუზეუმების თანამშრომლებს, აფრთხილებს პოლიტიკურ აქტიურობასთან დაკავშირებით და მეტიც, საბჭოთა კავშირის საუკეთესო ტრადიციებით, ყველა თანამშრომელთან პირად საუბარს თუ თათბირს იწერს. მასთან დაპირისპირებას შეეწირა დადიანების მუზეუმის რამდენიმე თანამშრომელი. პრობლემა ახალი არ არის და ამაზე 2021 წლიდან საუბრობენ. კერძოდ, ზუგდიდის დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის თანამშრომელი, ექსკურსიამძღოლი ელზა ზოდელავა ზეწოლასა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაში ადანაშაულებდა ხელოვნების სასახლის დირექტორ გიორგი კალანდიას“.

„ეს არის აღვირახსნილი და უღირსი ქმედებები.. კანონის ფარგლებში ელოდეთ შესაბამის რეაგირებას“ – გრიგოლ ლილუაშვილი „გირჩი მეტი თავისუფლებისა“ და „დროას“ პროექტზე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები