„ცეკვავენ ვარსკვლავების“ მე-12 სეზონის გამარჯვებული მსახიობი თედო ბექაური გახდა. შედეგების გამოცხადება თედოს და მის მეწყვილეს, ასევე მათ გულშემატკივრებს განსაკუთრებით გაუხარდათ.
თედო ბექაური: „ყველას დიდი მადლობა!.. ეს გამარჯვება ერთად მოვიპოვეთ!..“
სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, თუ როგორი ემოციებით ხვდება გულშემატკივარი ქალბატონი თედოს გამარჯვებას, რომელმაც ემოციები ვერ შეიკავა, სცენაზე ავიდა და თედოს ჩაეხუტა.