LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეუღლეზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული ტყიბულის მერიის მაღალჩინოსანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდება

145
სასამართლო

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებით, მეუღლეზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული ტყიბულის მერიის თანამშრომელი 5 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდება. ამის შესახებ „ფორტუნას“ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში განუცხადეს.

„არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ცოლზე ფიზიკურად იძალადა“ – პოლიციამ ტყიბულის მერიის მაღალჩინოსანი დააკავა

არსებული ინფორმაციით, სხდომას ესწრებოდა დაკავებულის მეუღლე, მან მოსამართლეს ქმრის გათავისუფლების თხოვნით მიმართა. დაკავებულის თქმით, ის წუხს მომხდარის გამო და აცხადებს, რომ მოწმეებზე ზეწოლა არ მოხდება.

magti 5g