LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსკოვის ცენტრში, სატირის თეატრში ხანძარია

173
Untitled design

რუსული მედია საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ მოსკოვის ცენტრში, ცნობილ სატირის თეატრში ხანძარს ებრძვიან.

არსებული ინფორმაციით, თეატრში ხანძარი ხის კონსტრუქციებიდან გავრცელდა და მისი ლიკვიდაციის მიზნით ადგილზე 76 ადამიანი, ასევე 21 ერთეული ტექნიკა მუშაობს.

უწყების ინფორმაციით, ხანძრის ფართობი 250 კვადრატული მეტრია, შენობიდან 50 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g