უკრაინული მედიის Telegram არხებზე მოსკოვში გაჩენილი მორიგი ხანძრის შესახებ იუწყებიან.
როგორც ინფორმაციაში ვკითხულობთ, ხანძარი მოსკოვში, ამჯერად, ბიზნეს ცენტრ DM Tower-ში გაჩნდა. დაშავებულებისა და ცენტრში არსებული მდგომარეობის შესახებ, ჯერჯერობით სხვა დეტალები უცნობია.
შეგახსენებთ, რომ ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთში, ხანძრების რაოდენობამ მკვეთრად იმატა.
ძირითად შემთხვევაში ცეცხლი საწარმოებსა და ბიზნეს ცენტრებს უჩნდება.
