LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ავიზიდოთ 6737-ჯერ : რეკორდსმენის პროგრამა

29

ზოგიერთისთვის 10-ჯერ აზიდვაც კი წარმოუდგენელია, 50 ან მეტ აზიდვაზე ხომ ლაპარაკი საერთოდ ზედმეტია. როდნი ხანმა რეკორდი დაამყარა, იგი ძელზე 6737-ჯერ აიზიდა და თანაც 54 წლის ასაკში, რაც წინა რეკორდთან შედარებით თითქმის 2000 აზიდვით მეტია. გაინტერესებთ როგორ მოახერხა? მას ვარჯიშის საკუთარი პროგრამა აქვს. აი ისიც:

 

ივარჯიშეთ TRX ტრენაჟორის დახმარებით

ეს ტრენაჟორი ძალიან გვეხმარება სხეულის ფორმაში ჩასაყენებლად და თან, ორგანიზმს დიდი დატვირთვისთვის ამზადებს. „მე ძალიან ხშირად ვიყენებდი TRX, რადგან დავხმარებოდი ადამიანებს, რომლებსაც სურდათ საკუთარი სხეული მძლავრ მექანიზმად ჩამოეყალიბებინათ“ – ამბობს ხანი. „ეს ტრენაჟორი იდეალურია როგორც დამწყები მოვარჯიშისთვის, აგრეთვე უკვე შემდგარი პროფესიონალისთვისაც.“

 

გაზარდეთ ვარჯიშის დროს მასა

ახალი რეკორდის დასამყარებლად, აუცილებელია ვარჯიშის დროს თანდათან მოუმატოთ ტრენაჟორის სიმძიმეს. სწორედ რეკორდსმენი აძლევს მასის მომატებას რეკომენდაციას და თან გვასწავლის როგორ: „დაიწყეთ კომპლექსური მომატებით, 15–ჯერ 2კგ, შემდეგ კი მასის მატება 5კგ-ით გაზარდეთ.“ თუ მას დავუჯერებთ, საერთო ჯამში, მასის რაოდენომაბ 20კგ-ს არ უნდა გადააჭარბოს.

 

გააკეთეთ 30 წამიანი ბლიც–ვარჯიშები

მასაზე ვარჯიში დაიწყეთ 30 წამიანი ინტერვალებით. შემდგომ ნელ-ნელა გაზარდეთ გამეორებების რიცხვი. ასეთი რუტინული ბლიც–ვარჯიშები აკეთეთ ყოველდღიურად, ერთი საათის განმავლობაში. „ხანდახან ვაკეთებ სამ გამეორებას 30 წამში 10-11კილოგრამის ფარგლებში. შემდგომ 1 საათის განმავლობაში ვისვენებ და ნახევარი საათით ისევ ვუბრუნდები იგივე ვარჯიშს.“

 

განავითარეთ ფორმა

ხშირად შეიცვალეთ ტრენაჟორი –  გვირჩევს ხანი. სხვა და სხვა ტიპის სავარჯიშოები, მეტად სასარგებლოა ფორმის შესანარჩუნებლად. გარდა ამისა, მიაქციეთ ყურადღება ბიცეფსს. ეცადეთ ამუშაოთ ხელები რაც შეიძლება ხშირად, ეს დაგეხმარებათ ტრამვის აცილებაში.“

 

აღიქვი  ტკივილი ძალად

შენ ვერასდროს შეძლებ რამდენიმე ათასჯერ აწევას, თუ არ მიეჩვევი იმას, რომ ტკივილი შენი ძალაა. ამასთან დაკავშირებით ხანს თავის ტექნიკა აქვს: „თუ თითო აზიდვას 5-6 წამს ანდომებ, ისვენებ 25 წამის განმავლობაში. ამ დროის განმავლობაში რძემჟავის რაოდენობა იკლებს ისეთ დონეზე, რომ გვეძლევა შესაძლებლობა, სხვა ვარჯიშებზეც ვიფიქროთ.“ სწორედ ასეთი მეთოდით დაამყარა რეკორდი ხანმა: „8 კვირის განმავლობაში ვგრძნობდი ტკივილს, რის შედეგადაც 3%-ით მეტი ცხიმები დავწვი.“

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები