LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო ბაშარულის მძიმე დიაგნოზი და ოპერაცია, რომელიც ფილტვებზე გადაიტანა: „ვფიქრობ, სიმღერამ გადამარჩინა… სიმღერის დროს ფილტვები აქტიურად სუნთქვავს და ეს ორგანო თავის ფუნქციას ასრულებს…“

256
ნინო ბაშარული

ნინო ბაშარულმა თურქეთში ახლახან ფილტვებზე ოპერაცია გაიკეთა, რეაბილიტაციის პროცესიც გაიარა და ახლა საინტერესო გეგმები აქვს. განვლილი პერიოდისა და გეგმების შესახებ ის ჟურნალ „თბილისელებს“ ესაუბრა:

„თურმე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენს ხელახლა დაბადებას. ჩემში მნიშვნელოვანი გარდასახვა მოხდა. ოპერაციის შემდეგ ბევრი რამ სხვა თვალით დავინახე. დღეს კი, ჩემს დაბადების დღეზე კიდეც უფრო მნიშვნელოვანი ამ მოხდა – გავაცნობიერე, რატომ დავიბადე, რა არის ჩემი ცხოვრების მთავარი დანიშნულება. თურმე,ა მის გასააზრებლად ადამიანმა ძალიან ბევრი განსაცდელი უნდა გამოიარო. იშვიათად, რომ ვინმე ამაში მარტივად გაერკვეს.

მე 44 წლის ასაკში გავიგე, რომ თანდაყოლილი ფილტვის მანკი მქონდა. მანამდე ძალიან ვწვალობდი, ვიტანჯებოდი ფილტვების ანთებებით. ეს არ იყო შემთხვევითი. ალბათ, უნდა გამევლო ეს გზა, უნდა მემუშავა იმისთვის, რომ ძლიერი ვყოფილიყავი და ჩემი მთავარი დანიშნულება გამეცნობიერებინა –  პირველ რიგში, კარგი დედა უნდა ვიყო. ამის შემდეგ აუცილებლად უნდა შევქმნა საკუთარი მუსიკა.. ვფიქრობ, სიმღერამ გადამარჩინა, მეგობრებიც მეხუმრებიან, რომ არ გემღერა, ალბათ, გადაგეწვებოდაო (იცინის). სიმღერის დროს ფილტვები აქტიურად მუშაობს, სწორად სუნთქვავს და ეს ორგანო თავის ფუნქციას აქტიურად ასრულებს…“

ვიდეო: „ჩემმა პროფესიამ გადამარჩინა.. თურქეთის კლინიკაში ლამის ამამღერეს, ბუშტების გაბერვის მაგივრად იმღერეო.. ერთი წამით არ მომშორებია მეუღლე..“ – წლების შემდეგ დასმული დიაგნოზი: ნინო ბაშარული იშვიათი დაავადების შესახებ და მომღერლის რჩევა საზოგადოებას

„აღმომაჩნდა თანდაყოლილი ფილტვის მანკი.. ვნატრობ მალე გამოჯანმრთელებას და სახლში დაბრუნებას, რომ ისევ ავმღერდე“ – ნინო ბაშარული

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g