LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აღმომაჩნდა თანდაყოლილი ფილტვის მანკი.. ვნატრობ მალე გამოჯანმრთელებას და სახლში დაბრუნებას, რომ ისევ ავმღერდე“ – ნინო ბაშარული

631
Untitled design (4)

მომღერალი ნინო ბაშარული, სოციალურ ქსელში თავის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პოსტს წერს.

გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

„ბარბარობას გილოცავთ ჩემო კარგებო დაგვიფაროს ყოველგვარი სნეულებისგან!

ჩემი ოპერაცია სტამბოლში ჩატარდა, კლინიკა Florence Nightingale Hospital – ში. ოპერაცია საკმაოდ რთული და ხანგრძლივი აღმოჩნდა, მაგრამ ღვთის წყალობით ის წარმატებით დასრულდა.

ამჯერად გავდივარ რეაბილიტაციას, და თავს მახვევია უამრავი მზრუნველი ექიმი თუ ექთანი…თუმცა თქვენი სიტყვებიც გულზე მალამოდ მომედება.

აღმომაჩნდა თანდაყოლილი ფილტვის მანკი, (ფილტვის სეკვესტრაცია), რომლის შესახებ მხოლოდ ზაფხულში შევიტყვე.

აუცილებელი გახდა ფილტვის დაავადებული ნაწილის ამოკვეთა. ალბათ გაგიჩნდებოდათ კითხვა, რაჭაში გადასახლებული ნინო ვიდეოს რატომ აღარ აზიარებსო… პასუხიც ესაა ჩემო ძვირფასებო.

ვნატრობ მალე გამოჯანმრთელებას და სახლში დაბრუნებას, რომ ისევ ავმღერდე და ასევე რაც დავიწყე, ის საქმე მალე დავასრულო – უამრავ ადამიანს მივცე მოტივაცია სოფელში დაბრუნების , წინაპრის კერიის გაღუღუნების..

ექიმები გულისხმიერები არიან, ახლა მხოლოდ თქვენი დალოცვაღა მჭირდება, რომ მალე გამოვჯანმრთელდე და დაგიბრუნდეთ..

ბარბარობას გილოცავთ ჩემო კარგებო?წმინდა ბარბარემ დაგვიფაროს ყოველგვარი სნეულებისგან!

ჩემი ოპერაცია სტამბულში ჩატარდა,…

Posted by Nino Basharuli ნინო ბაშარული on შაბათი, 16 დეკემბერი, 2023

დიდი მადლობა ყველას, ვინც მხარში დამიდგა ჩემთვის რთულ პერიოდში, მადლიერი ვარ გულისხმიერებისთვის, სითბოსთვის..

ყველას გიგზავნით სიყვარულს,“ – წერს ნინო ბაშარული.

ვიდეო: „ასე სათუთად ეფერება ყველა ბგერას ჩვენი გოგო“ – ანა უზნაძისა და ნინო ბაშარულის საოცარი შესრულება

„თუში თუ გადაგეკიდა და თან ასეთი მზესავით გოგო, რაც არ უნდა გეჩქარებოდეს, ყველა საქმეს გადაგადებინებს, დროს გააჩერებს“ – თუშეთისკენ მიმავალი ნინო ბაშარული თუში გოგოს თხოვნით ექსპრომტად ამღერდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები