მომღერალი ნინო ბაშარული სოციალურ ქსელში ვიდეო ავრცელებს. მისმა საოცარმა ხმამ და შესრულებამ გიტარაზე მსმენელები მონუსხა.
როგორც ირკვევა თუშეთისკენ მიმავალი ნინო ბაშარული გზად თუშმა გოგომ გააჩერა და მას უკვე კარგად ნაცნობი და საყვარელი სიმღერის შესრულება სთხოვა.
„თუში თუ გადაგეკიდა და თან ასეთი მზესავით გოგო, რაც არ უნდა გეჩქარებოდეს, ყველა საქმეს გადაგადებინებს, დროს გააჩერებს“ – დაწერა სოციალურ ქსელში მომღერალმა.