LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „სამსახურში რომ დამაწინაურეს, დედას ვახარე, ემოცია ვეღარ გამოხატა, მაშინ მივხვდი, რომ მას ვკარგავდი.. მადლიერი ვარ, რომ მქონდა 28 წელი, რომელიც მასთან გავატარე“ – ანა კოშაძე დედაზე

2586
ing (1)

ტელეწამყვანი და მოდელი ანა კოშაძე „რუსთავი 2“-ის რუბრიკის „დედას“ სტუმარი იყო. როგორც ანა კოშაძემ აღნიშნა, დედა მძიმე სენს ებრძოდა და როდესაც ის გარდაიცვალა, ანა 28 წლის იყო.

ანა კოშაძე: „დედა სტატიებსა და ვიდეოებს რომ პოულობდა ინტერნეტში, ბმულებს მიგზავნიდა ხოლმე, რომ მეც მენახა და წამეკითხა, მე კი ყურადღების მიღმა ვატარებდი…“ 

ტელეწამყვანმა დედასთან ურთიერთობის განსაკუთრებულ, ემოციურ ეპიზოდებზე ისაუბრა:

„მიუხედავად იმისა, რომ დედა ჩემს გვერდით აღარ არის, ახლაც არის ჩემი მოტივაცია, ძალა და მხარდაჭერა. როცა ძალიან მიჭირს, კიდევ უფრო ხშირად მახსენდება.

ხშირად მეუბნებოდა, რომ გარეგნობას არ აქვს ფასი, თუ ადამიანი არ იქნება შინაარსიანი და საინტერესო, სულ მიმეორებდა: უნდა იყო საინტერესო, უნდა განვითარდე. „დროს კარგავ“ – მუდმივად ამას მიმეორებდა..

ყველაზე მაგარი დედა იმიტომ იყო, რომ ყოველთვის მელაპარაკებოდა, ნებისმიერ აკრძალვასაც ახსნა-განმარტებას მოაყოლებდა ხოლმე.

ერთი მომენტი ძალიან მტკივნეულად მახსოვს, სამსახურში რომ დამაწინაურეს, დედას ვახარე, მაგრამ იმდენად ცუდად იყო, რომ ემოცია ვეღარ გამოხატა, მაშინ მივხვდი, რომ მე მას ვკარგავდი…

მადლიერი ვარ, რომ ის 28 წელი მაინც მქონდა, რომელიც მასთან გავატარე“, – აღნიშნავს ანა კოშაძე.

 

ტელეწამყვანი ანა კოშაძე დედაზე, რომელიც მან 28 წლის ასაკში დაკარგა

?❤️ ტელეწამყვანი ანა კოშაძე დედაზე, რომელიც მან 28 წლის ასაკში დაკარგა – “სამსახურში რომ დამაწინაურეს, დედას გავუზიარე, მაგრამ მას არაფერი გამოუხატავს. მაშინ მივხვდი, რომ მე მას ვკარგავდი. მადლიერი ვარ, რომ ის 28 წელი მაინც მქონდა, რომელიც მასთან გავატარე” – ანა კოშაძე დედაზე.

? სალომე კახეთელიძის რუბრიკა “დედას”

Posted by Rustavi 2 • რუსთავი 2 on ორშაბათი, 05 თებერვალი, 2024

 

ანა კოშაძე პირად ცხოვრებაზე ალაპარაკდა: „მეც, ალბათ, გარკვეულწილად ვიყავი საზოგადოების შეხედულებებისა და წნეხის მსხვერპლი…“ 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g