LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში გაიმართება გამოჩენილი ქართველი მუსიკოსის ელისო ვირსალაძის სტუდენტთა კონცერტი და მასტერკლასი

439
სტუდენტთა-კონცერტი

6, 7 და 8 თებერვალს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში გაიმართება გამოჩენილი ქართველი მუსიკოსის, ელისო ვირსალაძის ორი ღონისძიება – სტუდენტთა კონცერტი და მასტერკლასი, რომლებიც მის პედაგოგიურ მოღვაწეობას წარმოგვიდგენს.

6 თებერვალს, 19:00 საათზე, მცირე დარბაზში გაიმართება ქალბატონი ელისოს სტუდენტთა კონცერტი. მონაწილეობენ: ჩანგგონ ჰონგი /კორეა/, ჟოაო შავიერი /პორტუგალია/, ფლორიან ვერფეი /ნიდერლანდები/ და რატი ბურჭულაძე /საქართველო-რუსეთი/.

7 და 8 თებერვალს, 11:00 საათიდან, კამერულ დარბაზში ჩატარდება მასტერკლასი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტები.

პროექტს ახორციელებს ელისო ვირსალაძის ცენტრი საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით.

პარტნიორები: თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი, რადიო „ფორტუნა“, AT.ge.

ეძღვნება თელავის კლასიკური მუსიკის ფესტივალის დაარსებიდან 40 წლისთავს.

კონცერტსა და მასტერკლასზე დასწრება თავისუფალია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები