საბერძნეთის ჩემპიონატის მეორე ლიგის შეხვედრაში კურიოზული ფაქტი დაფიქსირდა. ”აელ ლარისას” და ”ერგოტელისის” შეხვედრის 67-ე წუთზე ნახევარმცველმა ლეონარდო კოუტრისმა ტრამვა მიიღო და გაზონიდან ადგომა ვეღარ შეძლო. ერთ-ერთმა მოთამაშემ მისი მაისურით აწევა სცადა, თუმცა არ გამოუვიდა. ამის შემდეგ სტადიონზე დამხმარე პერსონალი შევიდა და ფეხბურთელი საკაცეზე დააწვინა, თუმცა სანამ მოედნიდან გავიდოდნენ, ის ორჯერ დაუვარდათ. თამაში ”აელ ლარისას” გამარჯვებით 2:1 დასრულდა.