LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელია მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა

155
shutterstock-500757613

ანდორა ევროპაში ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად აღიარეს.

მონაცემების დახარისხების საიტმა Numbeo-მ იმ ქვეყნების სია შეადგინა, რომელთა მონახულებაც 2024 წელს ყველაზე უსაფრთხო იქნება. სიაში სულ 146 სახელმწიფო მოხვდა.
რეიტინგი მომხმარებელთა შეფასებების გათვალისწინებით შეადგინეს, კითხვები კი საკმაოდ მრავალფეროვანი იყო: ქვეყანაში კრიმინალის დონე, ძალადობის შემთხვევები; მათ შორის თავდასხმები, მკვლელობა, სექსუალური დანაშაული და სხვა.

10 ყველაზე უსაფრთხო ქვეყნის სიაში ევროპული სახელმწიფოები არც თუ ისე ბევრია. რეიტინგი კი ასე გამოიყურება:

  1. ანდორა
  2. გაერთიანებული საამიროები
  3. კატარი
  4. ტაივანი
  5. ომანი
  6. კუნძული მენი
  7. სომხეთი
  8. ჰონგ კონგი
  9. იაპონია
  10. სინგაპური.

    რაც შეეხება სხვა პოპულარულ დანიშნულებებს: ესპანეთი 43-ე ადგილზეა, გერმანია 50-ეა, საბერძნეთი – 77-ე, იტალია – 83-ე, აშშ- 89-ე, საფრანგეთი – 110-ე.
    სიის ბოლოში, ყველაზე საშიში ქვეყნის სტატუსით ვენესუელა მოექცა.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები