LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დეკანოზი პეტრე კოლხი: „მუდმივად მემუქრებიან ლიკვიდაციით და არ მხოლოდ მე, არამედ ჩემს ოჯახსაც“

174
Untitled design (1)

მუდმივად მემუქრებიან ლიკვიდაციით და არ მხოლოდ მე, არამედ ჩემს ოჯახსაც – დეკანოზი პეტრე კოლხი

„ჩემთან სამჯერ განხორციელდა სატელეფონო ზარი, სამივეჯერ უცხოეთში ვიყავი, ახლაც უცხოეთში ვარ, როგორც კი დამიბარებენ, ვაპირებ საპატრიარქოში მისვლას და ჩემი პოზიციების დაფიქსირებას“, – ამის შესახებ მცხეთა-თბილისის ეპარქიის მღვდელმსახურმა დეკანოზმა პეტრე კვარაცხელიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

სინოდალურმა კომისიამ პატრიარქს დეკანოზ პეტრე კვარაცხელიასთვის მღვდელმოქმედების შეჩერებაზე შუამდგომლობით მიმართა

დეკანოზი პეტრე კოლხი გამოეხმაურა შუამდგომლობას, რომლითაც სინოდალურმა კომისიამ პატრიარქს მიმართა და აღნიშნა, რომ „მათ პრეტენზიებს მოისმენს“.

„მე არ ვიმალები, ბუნებრივია, ყველა მათგანს ნდობას ვუცახადებ, დღემდე ვთვლი და სულ ჩავთვლი, რომ ეკლესიის წევრი ვარ, მესმის, რომ მათ ჩემთან ძალიან ბევრი პრეტენზია აქვთ და ამას დიდი სურვილით მოვისმენდი.

ჩემი განცხადებები არასდროს ყოფილა დამალული, ყოველთვის ხმამაღლა ვამბობ ყველაფერს, რაც მაწუხებს და რის გამოც ვღელავ, ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, ხშირად მიწევდა ისეთი განცხადებების გაკეთება, რომლებიც გულს მტკენდა..

მატრონა მოსკოველის ხატმა ბერვი რამ გამოავლინა და ყველაზე მეტად გამოავლინა იმ ადამიანების პირადი მიმოწერები ერთ-ერთ სასულიერო პირთან, რომლებიც მუდმივად მემუქრებიან ლიკვიდაციით და არა მხოლოდ მე, არამედ ჩემს შვილებს და ჩემს ოჯახს“, – თქვა დეკანოზმა.

კითხვაზე, თუ ვინ არიან ეს ადამიანები, მამა პეტრე აღნიშნავს: „ერთ-ერთი ე.წ. პოლიტიკური პარტიის მიმდევრები, დასახელება არ მინდა“.

ცნობისათვის, სინოდალურმა კომისიამ პატრიარქს მცხეთა-თბილისის ეპარქიის მღვდელმსახურის, დეკანოზ პეტრე კვარაცხელიასთვის მღვდელმოქმედების შეჩერების შესახებ შუამდგომლობით მიმართა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს საპატრიარქომ გაავრცელა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g