LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ბარმენად რომ ვმუშაობდი, ნათესავებმა გააპროტესტეს, ვერ მიგებდნენ“ – ნინო ლეჟავა ცხოვრებისეულ სირთულეებზე

524
BeFunky-collage

მსახიობი ნინო ლეჟავა გადაცემის „დღის პოსტი“ სტუმარი იყო, სადაც ცხოვრებისეულ თემებზე ილაპარაკა.

ნინომ გადაცემაში მოჰყვა იმ სირთულეებზე, რაც გაიარა.

„ქორწინებიდან 14 წელი ვერ ამოვისუნთქე, მაგრამ ვცხოვრობდი იმ კარგი დღეებით რაც იყო. იმიტომ, რომ თუ მადლიერების გრძნობა გაქვს და იფიქრებ, რომ უარესიც შეიძლებოდა მომხდარიყო, თუ შედარების უნარი გაქვს, რომ სხვა უარესად არის, თუ ფსიქოლოგიურად მოამზადებ თავს, რომ ეს არის შენი გამოცდაა და თუ მე ამას გადავლახავ წინ ძალიან მაგარი რაღაცები მელის, ყველაფერი დალაგდება…არ უნდა დაყარო ფარ-ხმალი,“ – თქვა ნინომ.

როგორც ნინო ლეჟავამ აღნიშნა, იყო პერიოდი, როცა მას ბარმენად უწევდა მუშაობა.

„ბარმენად რომ ვმუშაობდი, ნათესავებმა გააპროტესტეს, ვერ მიგებდნენ…მე ვთქვი ერთი რამ – ვისაც ჩემი ნათესაობა ან მეგობრობა რცხვენია, შეუძლია თქვას, რომ არ მიცნობს. მე ვთვლიდი მაშინ, რომ ახალგაზრდებს სტიმულს ვაძლევდი იმისთვის, რომ რაც შეიძლება ნაკლები წასულიყო საზღვარგარეთ. მე არ მაქვს ლაპარაკი სასწავლებლად წასულებზე, ვსაუბრობ იმ ახალგაზრდებზე ვისაც აქ შრომა რცხვენოდათ და ერჩივნათ უცხოეთში ემუშავათ,“ – აღნიშნა ნინო ლეჟავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g