LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლეგენდარულ მოჭიდავე ლევან თედიაშვილს დღეს დაკრძალავენ

209
BeFunky-collage (5)

ქართველ მოჭიდავე ლევან თედიაშვილს დღეს დაკრძალავენ. კერძოდ, ლევან თედიაშვილს 14:00 საათზე, ძველი სპორტის სასახლიდან გამოასვენებენ და საგარეჯოს მუნიციპალიტეტში დაკრძალავენ.

ქართველი მოჭიდავე ლევან თედიაშვილი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ლევან თედიაშვილი 1948 წლის 15 მარტს საგარეჯოში დაიბადა. იყო ოლიმპიური თამაშების 2-გზის ჩემპიონი (1972, 1976) ჭიდაობაში, მსოფლიოს 4-გზის (1971, 1973, 1974, 1975) და ევროპის 3-გზის ჩემპიონი (1974, 1976, 1978). მსოფლიო თასის მფლობელი (1973). ასევე მსოფლიო ჩემპიონი სამბოში (1973). 1971, 1973 და 1974 წლებში დასახელდა საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენად.

„ყველასათვის ძვირფასი, ლეგენდარული ოლიმპიური ჩემპიონი გარდაიცვალა“ – მაცაცო კევლიშვილი ლევან თედიაშვილზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g