LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Toyota 1,6 მილიონ ავტომობილს იბრუნებს

30

როგორც ჩანს, მსოფლიოში პოპულარული გახდა, ავტომობილების კომპანიებისთვის დაბრუნება. ჯერ იყო და Volkswagen-ის გარშემო ატყდა სკანდალი, რამდენიმე დღის წინ კომპანია Tesla-მაც აუწყა მომხმარებლებს, რომ ავტომობილებს უსაფრთხოების ღვედები არ ქონდა წესრიგში. დღეს კი ირკვევა, რომ იაპონური გიგანტი Toyota უსაფრთხოების ბალიშების გარშემო ატეხილი აურზაურის გამო, 1,6 მილიონ ავტომობილს დაიბრუნებს.

საქმე ეხება შიდა ბაზარზე არსებულ ავტომობილებს, რომლებსაც უსაფრთხოების ბალიშების დეფექტი აღმოაჩნდათ. როგორც გამოცემა Reuters იუწყება, საუბარია 2004 წლიდან 2008 წლამდე გამოშვებულ ავტომობილებზე, Toyota Vitz-ის ჩათვლით.

ნოემბერში Toyota-მ ურთიერთობა შეწყვიტა ამერიკულ კომპანია Takata-სთან, რომელიც უსაფრთხოების ბალიშების აწარმოებდა იაპონელებისთვის. როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, სხვადასხვა კლიმატურ პირობებში უსაფრთხოების ბალიშები შეიძლება თავისით ”აფეთქდეს”, რაც სახიფათოა როგორც მძღოლებისთვის, ასევე მოსახლეობისთვისაც.

როგორც ირკვევა, კომპანია Takata-მ შეცდომები აღიარა და Toyota-ს დასაბრუნებელი ავტომობილების ორჯერ უფრო ვრცელი სია მიაწოდა. საერთო ჯამში საქმე ეხება 1,6 მილიონ ავტომობილს. კომპანიის ისტორიაში ეს ყველაზე მასშტაბური დაბრუნებაა, რადგან ეს რიცხვი ქვეყანაში მოძრავი ავტომობილების 13%-ს შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები