LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მრავალშვილიანობა არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანი ვერაფერს შეძლებს. შეუძლებელი არაფერია, მთავარი მოვინდომოთ. ჩემს შვილებსაც ამას ვეუბნები..“ – სალომე გელაშვილი, 9 შვილის დედა

270
BeFunky-collage (1)

საზოგადოებრივი მაუწყებელი მრავალშვილიანი დედის, 34 წლის სალომე გელაშვილის ისტორიას უზიარებს საზოგადოებას. როგორც სალომე გელაშვილი აღნიშნავს, „მრავალშვილიანობა არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანი ვერაფერს შეძლებს“.

„9 შვილის დედა ვარ. ყოველი ახალი ბავშვი, ახალი სიხარულია, გოგო იქნება თუ ბიჭი მაგას არ აქვს მნიშვნელობა.

რადგან გოგოები მყავდა უფროსები, ხშირად მეკითხებოდნენ, ბიჭის გამო გააჩინე ამდენი? ვეუბნებოდი, რომ არა, ბიჭიც მყავს, გოგოც, ჩემთვის არ ჰქონდა დიდი მნიშვნელობა.

სამწუხაროდ, ჩვენთან არის ასეთი მენტალიტეტი. ქუჩაში ჩემს ოთხ გოგოსთან მომიწია გასვლა და მეკითხებოდნენ, მარტო გოგოები გყავს? არა, ბიჭები, მაგრამ გოგოები რომც მყავდეს მხოლოდ, არც ეგ იქნება პრობლემათქო.

მრავალშვილიანობა არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანი ვერაფერს შეძლებს. ადამიანისთვის შეუძლებელი არაფერია, მთავარი მოვინდომოთ. ჩემს შვილებსაც ამას ვეუბნები..“ – ამბობს ცხრა შვილის დედა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g