LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მილიონამდე Toyota-ს და Lexus-ს შეკეთება დასჭირდება

140
toyota,-lexus

Toyota აპირებს, რომ ნახევარ მილიონზე მეტი პიკაპი და ყველგანმავალი შეაკეთოს. ბრენდმა ორი მასშტაბური უკან გამოწვევის კამპანია დააანონსა. პრობლემა ტრანსმისიას ეხება და ძირითადად აშშ-ში რეალიზებულ მოდელებს მოიცავს. პირველი და ყველაზე დიდი უკან გამოწვევის კამპანია შეეხება 381 ათას Tacoma-ს პიკაპს, რომელიც 2022 და 2023 წლებშია გამოშვებული. მეორე – 281 663 Toyota Tunda-ს, მათ შორის ჰიბრიდულს, ასევე Lexus Lx600-ს, რომელიც 2022-2024 წლის სამოდელო ხაზისაა და Toyota Sequoia-ს, 2023-2024 წლით დათარიღებულს. მანქანებს დეტალურ შეამოწმებენ და საჭიროების შემთხვევაში სრულიად უფასოდ შეაკეთებენ.

დეფექტი ქარხნულია და სამუხრუჭე სისტემის პრობლემების წარმოქმნის რისკი არსებობს.

პოტენციური საფრთხის შემცველი პიკაპებისა და ყველგანმავლების მეპატრონეებს სერვის ცენტრებში აპრილის თვიდან მიიწვევენ. მანამდე კი გაუმართაობასთან დაკავშირებული ტრავმების შესახებაც ინფორმაცია არ გავრცელებულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები