გამოცემა The Sun-ის ცნობით, ლეგენდარული მოდელი, ნაომი კემპბელი არაბ კინოპროდიუსერ და მულტიმილიონერ, მოჰამედ ალ ტურკს ხვდება.
მედიის ცნობით, 53 წლის ნაომი და 37 წლის მოჰამედი უკვე ერთ წელზე მეტია ერთმანეთს ხვდებიან.
„მათ შორის განსაკუთრებული ნაპერწკალია, ნაომი ახლა თავს უბედნიერესად გრძნობს“, – აცხადებს ინსაიდერი.
ყოველივე ამას წინ უძღვის ის ფაქტი, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ტოპ მოდელი უზარმაზარი ბრილიანტის ნიშნობის ბეჭდით არაერთხელ შენიშნეს. სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია, ნაომი ხომ იმ ვარსკვლავთაგანია, რომლებიც საკუთარ პირად ცხოვრებას საიდუმლოდ ტოვებენ.
ცნობისთვის, ნაომი კემპბელი ორჯერ იყო დანიშნული. 1993 წელს U2-ს ბასისტ, ადამ კლეიტონზე, შემდეგ კი იტალიელ ბიზნესმენ, ფლაიო ბრიატორეზე, რომელსაც 2002 წელს დაშორდა.
რაც შეეხება მის რომანებს, ლეგენდარული ტოპ მოდელი ხვდებოდა: რობერტ დე ნიროს, ჯერარდ ბატლერს, ტერენ ჰოვარდს, მაიკლ ტაისონს და რუს მილიონერ, ვლადისლავ დორონინს.
ნაომი კემპბელის შვილების მამაა? – მედია მოდელისა და არაბი მულტიმილიონერის რომანის შესახებ წერს