LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრეგაძე შესაძლო სამთავრობო ცვლილებებზე: „გვაქვს ძალიან კარგი, საქმიანი და მეგობრული ურთიერთობა – განცხადება ამის შესახებ თავად პრემიერმა გააკეთა და მე მეტს ამ საკითხზე საუბარს არ ვაპირებ“

142
რატი ბრეგაძე

„კონსტიტუციის თანახმად, პრემიერ-მინისტრი გადაწყვეტილებას იღებს, როგორც მინისტრების დანიშვნაზე, ასევე მათ გათავისუფლებაზე – რაც შეეხება ჩვენს შორის ურთიერთობას, გვაქვს ძალიან კარგი, საქმიანი და მეგობრული ურთიერთობა“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა და აღნიშნულით შესაძლო სამთავრობო ცვლილებებზე, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

როგორც მანვე აღნიშნა, ის არის გუნდური მოთამაშე, სწორედ, ამიტომ „ქართულ ოცნებას“, სადაც მისი ცოდნა და გამოცდილება დასჭირდება, ისიც იქ იქნება.

„რაც შეეხება საკადრო საკითხებს, ამაზე პირდაპირ გეტყვით, რომ ეს არის, რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრის პრეროგატივა, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით. რაც შეეხება ჩვენს შორის ურთიერთობას, გვაქვს ძალიან კარგი, საქმიანი და მეგობრული ურთიერთობა.

თავად პრემიერ-მინისტრმა ამის შესახებ გააკეთა განცხადება და მე მეტს ამ საკითხზე საუბარს არ ვაპირებ. ვმუშაობთ, გვაქვს ჩვეულებრივი კონსტრუქციული, კარგი თანამშრომლობა. მე ამ გუნდის წევრი 2011 წლიდან ვარ და გუნდური მოთამაშე ვარ, სადაც არის ხოლმე საჭიროება ვარ იქ, ჩემი ცოდნით და ჩემი გამოცდილებით.

ეს არის პრე­მი­ერის პრე­რო­გა­ტი­ვა – დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ამ პო­ზი­ცი­ის­თვის ყვე­ლა­ზე კომ­პე­ტენ­ტუ­რი იქ­ნე­ბა შერ­ჩე­უ­ლი“ – თალაკვაძე ჯანდაცვის მინისტრად მის შესაძლო კანდიდატურაზე

მე მესმის თქვენი დამოკიდებულება კონკრეტულად ჩემს მიმართ, თუ რატომ არის ასეთი მძაფრი ხოლმე. მათ შორის, ოპოზიციის წარმომადგენლების დამოკიდებულება რატომ არის მძაფრი და რატომ არის ხშირად ამ თემაზე საუბარი – არის იმიტომ, რომ გარკვეულ დიდ გეგმებს, რაც ჰქონდა ოპოზიციას, რომელიც პირდაპირ მიმართული იყო ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ, ხელი შეეშალა.

კვლავ ვიმეორებ, ამ გუნდის წევრი 2011 წლიდან ვარ, მიმუშავია სხვადასხვა სამსახურში, ამჟამად, ვმუშაობ იუსტიციის სამინისტროში და მომავალში რა იქნება ამის შესახებ, რა თქმა უნდა, კონკრეტულად როგორ უნდა გიპასუხოთ. ზოგადად ცხოვრებაში ყველაფერი არის დროებითი, თქვენც შეიძლება სხვა არხზე აღმოჩნდეთ“. – განაცხადა ბრეგაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ „ქართულ ოცნებას“ დასჭირდა, რომ სხვა სფერო გააძლიეროს, მზად იქნება, რომ მინისტრობა დათმოს, ბრეგაძე ამბობს, რომ „რა თქმა უნდა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g