სერია A-ს 28-ე ტურში “ნაპოლი” “ტორინოს” მასპინძლობს.
„პარტენოპეის” გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ საკუთარი გუნდი 61-ე წუთზე გატანილი გოლით დააწინაურა.
ხვიჩას გოლის შემდეგ სტადიონზე შეკრებილი მაყურებელი მის სახელს სკანდირებდა.
ხვიჩას მეუღლემ, ნიცა თავაძემ ეს კადრები მის გამომწერებს გაუზიარა.