7 სექტემბერს, მიხეილ მესხის სტადიონზე საქართველოს ნაკრები ჩეხეთს დაუპირისპირდა და ანგარიშით 4:1 დაამარცხა. ეროვნულმა ნაკრებმა ქართველ ქომაგებს დაუვიწყარი წუთები აჩუქა.
ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც ჩეხეთის კარში პირველი გოლი, პენალტით გაიტანა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მადლობას უხდის ქართველ გულშემატკივარს.
„🔥🇬🇪 მადლობა საოცარი ქომაგობისთვის, გილოცავ საქართველო!“, – წერს ხვიჩა კვარაცხელია.