LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „პარიზში, ჩემმა შვილმა რესტორანში მითხრა, ნახე, იქ რა ლამაზი გოგო ზისო…“ – კოტე სულამანიძე მეუღლის გაცნობის ისტორიას გვიყვება

142
2026-05-20_02-27-46_138773

პლასტიკური ქირურგი კოტე სულამანიძე პოდკასტის „ჩვენ“ სტუმარია, რომლის ეთერშიც მეუღლის, ირენ პილის გაცნობის ისტორიას გვიყვება.

„მე, ჩემი შვილი და მეგობარი თავის შვილთან ერთად, პარიზში, რესტორანში ვისხედით. ჩვენს უკან იჯდა ირენი, თავის დაქალებთან ერთად. მე აღარ მეგონა, რომ შემხვდებოდა ადამიანი, რომელიც შემიყვარდებოდა სიცოცხლის ბოლომდე. უკვე დიდი შვილი მყავს და მარტო ვცხოვრობ 7 წელია, მოდი ასე იყოს მეთქი..

ჩემმა შვილმა რესტორანში მითხრა, ნახე იქ რა ლამაზი გოგო ზისო. დამანებე თავი მეთქი, მაგრამ არ მომეშვა, მიდი გაიცანიო. მისი საუბრიდან შემთხვევით გავიგე სიტყვა ბოტოქსი და ჩემი ყურები თითქოს მოტრიალდა. ასე შემთხვევით გავიცანი. მითხრა ცხვირი გამიკეთეო“, – ამბობს კოტე სულამანიძე.

შეგახსენებთ, რომ ცნობილმა ექიმმა ხელი რჩეულს პარიზში სთხოვა და ულამაზესი ბეჭედი უსახსოვრა. მოგვიანებით კი ქორწილიც შედგა.

ვიდეო: „მიყვარხარ, ჩემო მეუღლევ… ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვისაც ჩვენი ბედნიერება გაუხარდა“ – კადრები პლასტიკური ქირურგის, კოტე სულამანიძის და ირენ პილის გრანდიოზული ქორწილიდან

ვიდეო: პლასტიკური ქირურგი, კოტე სულამანიძე დაქორწინდა: ვინ არის ცნობილი ექიმის რჩეული? -კადრები საქორწინო წვეულებიდან

ფოტო/ვიდეო: პლასტიკური ქირურგი კოტე სულამანიძე და ირენ პილი სეიშელის კუნძულებზე ისვენებენ – წყვილი ულამაზეს კადრებს გვიზიარებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g