ცნობილმა პლასტიკურმა ქირურგმა, კონსტანტინე სულამანიძე სოციალურ ქსელში მეუღლესთან ერთად გადაღებული ახალი ფოტოები გაავრცელა, რომლებმაც გამომწერების განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო.
ფოტოებში ექიმი ორსული მეუღლის გვერდით დგას და ხელში საზამთრო უჭირავს. კადრის სიმბოლურ დეტალად სწორედ საზამთრო იქცა, რომელიც, სავარაუდოდ, მომავალი დედის ორსულობასა და მრგვალ მუცელს სახალისო ფორმით უსვამს ხაზს.
წყვილი ამჟამად ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპს გადის და ოჯახის ახალი წევრის დაბადებას ელოდება. როგორც ცნობილია, წყვილი ბიჭის მოლოდინშია.




