LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ცხვირის არეში ფილერის გაკეთების ყველაზე ცუდი გართულება არის დაბრმავება“ – კოტე სულამანიძის გაფრთხილება

1399
კოტე სულამანიძე

პლასტიკური ქირურგი კოტე სულამანიძე ქეთო ანთიძის პოტკასტს
chven_byketo -ს სტუმრობდა, სადაც ცხვირში ფილერის გაკეთების უარყოფით შედეგებზე ისაუბრა.

„ცხვირის არეში ფილერის გაკეთების ყველაზე ცუდი გართულება არის დაბრმავება. 2024 წლის მონაცემებით ცხვირში ფილერის შეყვანის მომენტში დაფიქსირდა სიკვდილი. ასეთი ორი შემთხვევაა აღწერილი. მოხდა სისხლძარღვის ემბოლიზაცია, მერე ის ფილერი სად წავიდა, არავინ იცის. დაბრმავების შემთხვევები გაცილებით მეტია. ეს კი იმიტომ ხდება, რომ ფილერი ხვდება სისხლძარღვში, რომელიც დაკავშირებულია თვალთან და სისხლის მიმოქცევას აჩერებს თვალის მიმართულებით. პაციენტი ასეთი დაზიანებით რჩება და არაფერი შველის. ექიმს აქვს მხოლოდ ნახევერი საათი, რომ დაშალოს ფილერი. თვალის უკან უნდა შეხვიდე კანულით, ან ნემსით და შეიყვანო ჰიალურონი. ესაა პრეპარატი, რომელიც ფილერს დაშლის“, – ამბობს კოტე სულამანიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g