ცის კაბადონზე კვლავ საინტერესო მოვლენაა – დღეიდან მზე ტოვებს კუროს ზოდიაქოს და ერთი თვით გადადის ტყუპების ნიშანში. ეს მოვლენა მომდევნო ერთი თვის განმავლობაში მეტად გააძლიერებს ადამიანებში კომუნიკაბელურობას, გონებამახვილობას, თავისუფლებისადმი მიდრეკილებას, ცოდნისა და სწავლისადმი ლტოლვას, გააღვივებს ოპტიმიზმს, თუმცა მოიმატებს ფანტაზიები, სულსწრაფობა და შინაგანი მერყეობა – გაორება.
დღის რეკომენდაცია – მოულოდნელი მოვლენების დღეა. ზოგიერთი ადამიანის ცხოვრებაში მოიმატებს იღბალი და ინტუიცია. გაუფრთხილდით ძვირფასეულობას. კარგი დღეა თვითრეალიზაციის ახალი ფორმების მოსაძებნად, მეგობრებთან შეხვედრისთვის, კულტურული ღონისძიებებისა და იურიდიული საქმეებისთვის. ასევე სასიკეთოა სამგზავრო თუ ლატარიის ბილეთების, ტანსაცმლისა და პარფიუმერიის შეძენა. მოერიდეთ ხელშეკრულებების დადებას, ფინანსურ გარიგებებს, ბინის შეცვლას, ნიშნობასა და ქორწინებას. ნუ გასცემთ დაპირებებს. დღევანდელი სიზმრები ცუდს არაფერს გვიქადიან.
პარტნიორული ურთიერთობები – დღეს იმატებს შანსი პარტნიორული ურთიერთობების გაუმჯობესებისა.
ჯანმრთელობა – გაუფრთხილდით გულს, რადგან დღეს გულ-სისხლძარღვთა სისტემა და ხერხემალი სუსტდება. მოერიდეთ სიმძიმეების აწევას, ნერვიულობას, ზედმეტ ფიზიკურ და ემოციურ გადაღლას. არ არის რეკომენდებული ყურების გახვრეტა, სოლარიუმი, აბანო და საუნა. ოპერაციების ჩატარება გულსა და ხერხემალზე (აუცილებლობის გარდა) სასურველი არ არის. სამაგიეროდ, შედეგიანია თვალების, ნერვული სისტემისა და ვენების მკურნალობა. კვებაში ჩართეთ კენკრა, თაფლი, ბოსტნეული, თევზი და მცენარეული ზეთი.
დღის ფერები და მინერალები – ცხოვრებისეული შესაძლებლობების მოსაზიდად გამოიყენეთ: ბრილიანტი, მთის ბროლი, სერდოლიკი, ქარვა და სარდიონი.თქვენს შარმსა და მიმზიდველობას ხაზს გაუსვამს: წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ბეჟი და ლურჯი ტონები.
ზოდიაქოს ნიშნები – დღე დადებითია ვერძებისა და ტყუპებისთვის. ხოლო შედარებით რთულია ქალწულისა და მორიელისთვის – თქვენ მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ ჯანმრთელობასა და დღის სხვა ნეგატიურ გამოვლინებებს. დანარჩენი ნიშნებისთვის წარმატების კუთხით დღე საშუალოა.