LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორი იყო სამყარო, როდესაც არსენალმა პრემიერლიგა მოიგო

31

ინგლისის ჩემპიონატს ლონდონის ”არსენალი” ლიდერობს, რომელსაც წელს ალბათ საუკეთესო შანსი აქვს, მრავალწლიანი მშრალი სერია შეწყვიტოს და პირველობა იზეიმოს. მეთოფეებმა დიდი გამარჯვების გემო ბოლოს 2004 წელს იგემეს, როდესაც უძლეველი გუნდი ყავდათ და წაუგებლად დაასრულეს ჩემპიონატი.

ვნახოთ, რა ხდებოდა მსოფლიოში და როგორი იყო ჩვენი სამყარო მაშინ, როდესაც ”არსენალს” ვერავინ უგებდა და ბოლოს ჩემპიონიც გახდა.

მეორე ვადით აირჩიეს ჯორჯ ბუში-უმცროსი. გარდაიცვალა პალესტინის პრეზიდენტი იასირ არაფატი. უკრაინა ”ნარინჯისფერი რევოლუციის” ბურუსში ეხვეოდა.

1
ტრაგიკულად დაიღუპა ლისაბონის ”ბენფიკას” 24 წლის თავდამსხმელი მიკლოშ ფეჰერი, რომელსაც გული პირდაპირ მატჩის დროს გაუჩერდა.

2
წყალში ჩაუშვეს მსოფლიოში ყველაზე დიდი სამგზავრო ხომალდი – ლაინერი Queen Mary 2 (სიგრძე 345 მეტრი, მგზავრთა ტევადობა 2620 + 1253 ეკიპაჟის წევრი).

3
ექსლუატაციაში გაეშვა ფეისბუქი, რომელიც მსოფლიოს უმსხვილესი სოცქსელი გახდა. მაშინ მას Thefacebook ერქვა. Google-მ კი წარმატებით გაუშვა Gmail, რომელიც დღეისათვის ყველაზე პოპულარული საფოსტო სერვისია.

4

უნგრეთი, კვიპროსი, მთელი ბალტიისპირეთი, პოლონეთი, მალტა, სლოვენია და ჩეხეთი ევროკავშირის შემადგენლობაში შევიდნენ.

5

ევროვიზია მოიგო უკრაინელმა რუსლანამ სიმღერით Wild Dances.

6
ფეხბურთში პროფესიონალური კარიერა დაიწყეს ქარიმ ბენზემამ, სერხიო რამოსმა და ჟერარ პიკემ. დაასრულეს რობერტო ბაჯომ, ემანუელ პეტიმ და ლუის ენრიკემ.

7
პორტუგალიაში, ევროპის ჩემპიონატზე ბევრი კარგი გუნდი ჩავიდა, მაგრამ ჩემპიონატი მოულოდნელად საბერძნეთმა მოიგო. ზაფხულში ბერძნები კიდევ ხარობდნენ: ზაფხულის ოლიმპიადის ათენში გამართვის გამო.

8
7 წლის ფრენის შემდეგ კასინი-გიუგენის აპარატმა სატურნის სისტემას მიაღწია და პლანეტის შესწავლა დაიწყო.

9
სტარტი აიღო მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობის – ბურჯ-დუბაის მშენებლობამ.

10
წელი დასრულდა ინდოეთის ოკეანეში საშინელი მიწისძვრით. შედეგად ცუნამიმ 230 ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

11

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები