LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით ბერძენიშვილი: „მთლად ისე არ არის, რომ ვაშინგტონისა და ბრიუსელის არ ეშინიათ, მაგრამ თამაში მიდის – პაპუაშვილს გერმანელებმა ასწავლეს, ჩააცვეს, დაახურეს, აცხოვრეს და მაინცდამაინც, მათ მიადგა“

162
დავით ბერძენიშვილი და შალვა პაპუაშვილი

„ვინ ვისთან უნდა გაერთიანდეს, ეს არ ვიცი, ამას დრო გვიჩვენებს. „რესპუბლიკური პარტია“ ეცდება, რომ რომელიმე ოპოზიციურ პლატფორმაში იყოს, მისი მოკრძალებული პრეტენზიებით. ჩვენ არ ვბაქიბუქობთ“, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა განაცხადა.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ ეთერში აღნიშნა, 4 ნომერს (პოლიტიკური გაერთიანება „ახალი“) და „ლელოს“ საშუალება ექნებათ, „ნაციონალური მოძრაობას“ კი არ წაართვან ამომრჩეველი, არამედ სხვა ოპოზიციონერი ამომრჩეველი მოიყვანონ არჩევნებზე, იმ შემთხვევაში, თუ ისინი „ნაციონალური მოძრაობისგან“ განსხვავებულ გზას აირჩევენ.

როგორც ბერძენიშვილმა აღნიშნა, პატარა პარტიები, რომლებსაც ახალა ბარიერის გადალახვის საშუალება არ აქვთ, გამოკვეთილ ოპოზიციურ ცენტრებთან უნდა გაერთიანდნენ.

„ჩვენ ვიცით ბრძოლა – ვიცით, როგორ დავძლიოთ სირთულეები და ვუპასუხოთ გამოწვევებს“ – ნიკა მელია და ნიკა გვარამია გაერთიანდნენ

„ოპოზიციურ უმრავლესობაში გადავდივართ ის ხალხი, რომლებმაც თვეების წინ დავიწყეთ საუბარი იმაზე, რომ პატარა პარტიები უნდა გაერთიანებულიყვნენ. ყველა ოპოზიციური პარტია, რომელიც 5 პროცენტს ვერ გადალახავს, ხელისუფლების სატელიტი კი არ არის, პირიქით, ნამდვილი ოპოზიციური პარტიებია, მაგრამ რადგან მათ ახლა საკმარისი ძალა არ აქვთ, უნდა გაერთიანდნენ გამოკვეთილ ოპოზიციურ ცენტრებთან.

400 000 ადამიანია იმ ამომრჩევლების რაოდენობა, რომლებიც მკვეთი ოპოზიციონერები არიან, მაგრამ ხუთ ნომერს არავითარ შემთხვევაში არ შემოხაზავენ. 4 ნომერს (პოლიტიკური გაერთიანება „ახალი“) და „ლელოს“ საშუალება ექნებათ, „ნაციონალური მოძრაობას“ კი არ წაართვან, არამედ სხვა ოპოზიციონერი ამომრჩეველი მოიყვანონ არჩევნებზე, იმ შემთხვევაში, თუ ისინი „ნაციონალური მოძრაობისგან“ განსხვავებულ გზას აირჩევენ.

ხაზარაძე: „ვიცით, როგორ აღმოვფხვრათ 200 ათასი სამუშაო ადგილის დეფიციტი საქართველოში.. მე და ბადრის გაკეთებული გვაქვს ეს წინა ცხოვრებაში”

ვინ ვისთან უნდა გაერთიანდეს, ეს არ ვიცი, ამას დრო გვიჩვენებს. „რესპუბლიკური პარტია“ ეცდება, რომ რომელიმე ოპოზიციურ პლატფორმაში იყოს, მისი მოკრძალებული პრეტენზიებით. ჩვენ არ ვბაქიბუქობთ.

ბევრი კვლევა ჩატარდა, სადაც კარგად ჩანს, რომ ბევრი ხმა კი არ გვაქვს, დაახლოებით 0,3% გვაქვს, ასეა „გირჩიც“, „ლეიბორისტებიც“ და ბევრი სხვა. როცა, 1%-ზე ნაკლები გაქვს, ბარიერის გადალახვაზე პრეტენზია ვერ გექნება.

ვისურვებდი, ზაფხულისთვის პატარა პარტიების ერთი დიდი გაერთიანება მიგვეღო. ან 4 ნომერი, ან 9 ნომერი ბევრი პატარა პარტიის გაერთიანება რომ იყოს, მათ დიდი შანსი ექნებათ, რომ მთავარი ოპოზიციური ძალა იყვნენ“, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

ნიკა გვარამია: „სააკაშვილის მოწონება რომ მჭირდებოდეს, მის პარტიაში ვიქნებოდი. ილუზია რატომ უნდა მქონდეს, რომ მიშა სააკაშვილი მხარს დამიჭერს?“

„რესპუბლიკური“ პარტიის ლიდერმა ხელისუფლების დღევანდელ პოზიციებსა და მათ მიერ ინიციირებულ ცვლილებებზეც ისაუბრა და თქვა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ძირითადად დასავლურ ფონდებს „ლანძღავს“ და ეს მაშინ, როცა თავად მას „გერმანელებმა ასწავლეს, ჩააცვეს, დაახურეს, აცხოვრეს და ახლა, მაინცდამაინც, მათ მიადგება“:

„ლგბტ თემის წინააღმდეგ წასვლა მაინცდამაინც არ გამოუვიდათ. კანონი ჯერ არ არსებობს და სამთავრობო მედიების წარმომადგენლები სულ კანონზე სვამენ კითხვებს. მთლად ისე არ არის, რომ ვაშინგტონისა და ბრიუსელის სულ არ ეშინიათ, მაგრამ ეს თამაში მიდის.

„გვითხრან, თუ საერთოდ უნდა წავიდეთ ამ ქვეყნიდან და „ენჯეოებმა“ და დონორებმა მართონ ეს ქვეყანა – უცხო ქვეყანას საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის დაკომპლექტებაში არაფერი ესაქმება“ – შალვა პაპუაშვილი

პაპუაშვილი ძირითადად ფონდებს და დასავლეთს ლანძღავს. გერმანელებმა ასწავლეს, ჩააცვეს, დაახურეს, აცხოვრეს და ახლა, მაინცდამაინც, მათ მიადგა“. – აღნიშნა დავით ბერძენიშვილმა გადაცემაში.

პაპუაშვილი: მოსალოდნელია, რომ საქართველოშიც ცოტა ხანში გამოჩნდებიან აქტივისტები, რომლებიც გვეტყვიან, რომ ქართლის დედას ქართლის დედა აღარ უნდა ერქვას, „დედა ენას“ აღარ უნდა დაერქვას „დედა ენა“ და დედამიწას – დედამიწა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g