LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ დავიცვათ ონლაინ უსაფრთხოება

166
gettyimages-1153990996-q75

თანამედროვე რეალობა ტექნოლოგიების თუ ინტერნეტის უსაზღვრო შესაძლებლობებს უკავშირდება და ამავდროულად, სერიოზულ საფრთხეებსაც მოიცავს. ინტერნეტი განსაკუთრებული რისკების შემცველია ბავშვებისთვის და ოჯახის უფროსმა წევრებმა ტექნოლოგიების სწორად გამოყენების უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას ხელი მცირე ასაკიდანვე უნდა შეუწყონ.

  1. ბავშვებთან გულწრფელი დიალოგი
    ხშირად ესაუბრეთ ბავშვებს ტექნოლოგიებზე და მათთან დაკავშირებულ რისკებზე. იყავით მაქსიმალურად გულწრფელი, ისაუბრეთ მსგავს თემებზე ღიად, რათა ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში პატარებმა პირველ რიგში თქვენ მოგმართონ.
  2. მშობლის კონტროლი
    გამოიყენეთ ისეთი ფუნქცია როგორიცაა ე.წ. „მშობლის კონტროლი“. პროგრამის დახმარებით შეგიძლიათ ბავშვების ინტერნეტ ქცევებს თვალი ადევნოთ, დაუბლოკოთ არასასურველი ვებ-გვერდები, აპლიკაციები.
  3. სწორი თამაშები
    როცა ბავშვი რაიმე თამაშის გადმოწერას გთხოვთ, კარგად ნახეთ რეიტინგი, შეფასებები. ასევე ყურადღება მიაქციეთ იმასაც თუ რომელიც ასაკობრივი კატეგორიისთვისაა გათვლილი ეს თამაში და რაიმე საფრთხეებსაც ხომ არ შეიცავს.
  4. ძლიერი პაროლი
    პაროლი ეს არის ყველაზე დიდი სუსტი წერტილი, როცა კიბერ უსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ. ადამიანები ხშირად ირჩევენ ისეთ პაროლებს, რომელიც ადვილი დასამახსოვრებელია და შესაბამისად მათი გატეხაც უფრო ადვილია. ამასთან, ამა თუ იმ პაროლის რამდენჯერმე სხვადასხვა აპლიკაციაში გამოყენება თქვენს მონაცემებს დამატებით რისკებს უქმნის.
  5. საეჭვო ლინკები
    ყურადღებით მოეპყარით ლინკებს და ასწავლეთ მათი ამოცნობა პატარებსაც. მნიშვნელოვანია ყურადღებით იყოთ ისეთ ონლაინ კონტენტთან როგორიცაა – არასანდო წყაროების ლინკები, დასპამული მეილი, ონლაინ ქვიზები და „უფასო“ შემოთავაზებები.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები