რეზი არველაძე და თეონა თავართქილაძე ბებია-ბაბუა გახდნენ, ვატო არველაძე და მაკუნა ზედაშიძე კი – გოგონას მშობლები. პატარას სოფია დაარქვეს.
ამის შესახებ ეკა ხოფერიას „ფეისბუქიდან“ გახდა ცნობილი – ეკამ მცირე ვიდეო გააზიარა თეონას მონაწილეობით, რომელიც მცირე ხნის წინაა გადაღებული და სადაც თეონა ამბობს, რომ მარტში შვილიშვილს ელოდებიან.
ასევე ვრცელდება ვიდეო, როგორ აღნიშნავენ შვილიშვილის შეძენას თეონა და რეზი.
@backstagevideos #foryou #reziarveladze #teonatavartkiladze ♬ original sound – Backstage 🌟