NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, შავი ზღვის უსაფრთხოება როგორც საქართველოსთვის, ასევე NATO-სთვის აქტუალური საკითხია.
როგორც მან პრემიერ, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, მათი მხარდაჭერით, შავ ზღვაში, რუსეთის დიდი ფლოტი ზიანდება:
„შავი ზღვის უსაფრთხოება აქტუალური საკითხია საქართველოსთვის, ისევე როგორც NATO-სთვის. რუსეთის ნავიგაციის თავისუფლება პრინციპში შეფერხებულია და ჩვენი მხარდაჭერით რუსეთის დიდი ფლოტი შავ ზღვაზე ზიანდება.
უკრაინის წარმატებამ უნდა მოგვცეს საშუალება, ეკონომიკა გაიზარდოს და მოხდეს გლობალური სურსათის მიწოდების ჯაჭვში აღდგენა“. – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
შეგახსენებთ, რომ NATO-ს გენერალური მდივნი, იენს სტოლტენბერგი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით დღეს ჩამოვიდა.