„ცეკვავენ ვარსკვლავების“ ჟიურის ყველაზე ექსტრავაგანტური და ეპატაჟური წევრის, გოჩა ჩერტკოევის შვილის ქორწილმა, რომელიც რამდენიმე ხნის წინ შედგა, ყველა აალაპარაკა.
ლევან ჩერტკოევის რჩეული შენონ ნილია.
ოჯახმა, რომელიც რამდენიმე წელია, ამერიკაში ცხოვრობს, ქართული ტრადიციები არ დაივიწყა და ქორწილი, თბილისში, ქართულ სტილში გადაიხადა.
წყვილმა ჯვარი სამების ტაძარში დაიწერა. პატარძლის მსგავსად, სიძემაც ქართულ ტრადიციულ სამოსზე შეაჩერა არჩევანი.
ლევან ჩერტკოევი ქორწილიდან ულამაზეს კადრებს სოციალურ ქსელში გვიზიარებს.
ვიდეო: შორენა ჩერტკოევას „მასტერკლასი“ – როგორ ამოავლეს ჩურჩხელები გოჩა ჩერტკოევის შვილის ქორწილში