LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეჭეჭები

193
მეჭეჭი

მეჭეჭები არის კანის პატარა წანაზარდები, რომელიც ვითარდება სხეულის ნებისმიერ უბანზე. მეჭეჭების უმრავლესობა უმტკივნეულოა. დიაგნოზი ხდება წარმონაქმნის თვალით შეფასებით, იშვიათად საჭიროა ბიოფსია. მეჭეჭები შესაძლოა განვითარდეს ნებისმიერ ასაკში, მაგრამ უპირატესად გვხვდება ბავშვებში, იშვიათია ასაკოვანთა შორის. ადამიანს უვითარდება ერთი, ორი ან ასობით წარმონაქმნი. ვირუსის გავრცელება სხეულის სხვა უბნებზე ხანგრძლივი ან განმეორებითი კონტაქტის საფუძველზე ხდება. არის ადამიანიდან ადამიანზე გავრცელების შემთხვევებიც. გენიტალიური მეჭეჭები გადაეცემა სქესობრივი კონტაქტის გზით. მეჭეჭების უმრავლესობა უვნებელია, თუმცა, გარკვეული დისკომფორტი ახლავს. 

არსებობს ჩვეულებრივი მეჭეჭები ანუ ვულგარული მეჭეჭები. უპირატესი ლოკალიზაციაა: მუხლები, სახე, ხელის თითები, იდაყვები, ფრჩხილის ირგვლივ უბნები. 

პლანტარული მეჭეჭები: ვითარდება ფეხის ქუსლებზე. სიარულისას მუდმივი ზეწოლის გამო იღებს ბრტყელ ფორმას, იფარება კანის გაუხეშებული შრით, აქვს მკვეთრი საზღვრები. ფეხზე დგომისას ან სიარულის დროს ახლავს ძლიერი ტკივილი. 

ფრჩხილის ირგვლივ მდებარე მეჭეჭები: ფრჩხილის ირგვლივ ვითარდება სქელი, ყვავილოვანი კომბოსტოს მსგავსი წარმონაქმნი. ფრჩხილების მოკვნეტა მეჭეჭების ფორმირების რისკს ზრდის.

ძაფისებრი მეჭეჭები: უპირატესად ლოკალიზებულია ქუთუთოებზე, სახეზე, კისერზე ან ტუჩებზე.

ბრტყელი მეჭეჭები: ხშირია ბავშვებსა და ახალგაზრდებს შორის. უპირატესად ლოკალიზებულია სახესა და მტევნებზე, პარსვის მეშვეობით მამაკაცებში შესაძლებელია წვერის მიდამოში, ხოლო ქალებში ფეხებზე გავრცელდეს.

გენიტალიური მეჭეჭები: ჩვეული ლოკალიზაციაა სასქესო ორგანოები, საშვილოსნოს ყელი. 

დაავადების ყველა ტიპს მოცილების შემდეგ განმეორებითი შემთხვევები ახასიათებს. მკურნალობას ძნელად ექვემდებარება ბრტყელი მეჭეჭები. ზოგადად, მეჭეჭების მოცილება ხდება შემდეგი მეთოდებით: ქიმიური, მოყინვა, მოწვა და ამოჭრა. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები