15 წლის ისლამ ხალილოვს, რომელმაც ტერაქტის დროს ხალხი “კროკუს სიტი ჰოლიდან” გაიყვანა, მედლით დააჯილდოებენ.
ისლამ ხალილოვი წარმოშობით უზბეკეთიდანაა. ის საკონცერტო დარბაზის გარდერობში მუშაობდა.
22 მარტს, როდესაც თავდასხმის დროს სროლის ხმა გაიგო, მან იმოქმედა ინსტრუქციით, რომლითაც ხელმძღვანელობენ საგანგებო მდგომარეობისას, შეძლო ყველა კარის გახსნა და დიდი რაოდენობით ხალხს მისცა უსაფრთხო ადგილას გასვლის საშუალება.