ცნობილი ხდება, რომ ქეით მიდლტონი, რომელმაც ცოტა ხნის წინ ღიად ისაუბრა სიმსივნის დიაგნოზზე, მიმდინარე პროექტებზე მუშაობას განაგრძობს. უელსის პრინცესა ახლა დაკავებულია პროექტით Shaping Us, რომელიც ჩვილი ბავშვების განვითარების ახალ მოდელს გვთავაზობს. ეს პროგრამა ქეითმა დანიაში ვიზიტისას დეტალურად შეისწავლა და ბრიტანეთში დანერგვის ინიციატივით გამოვიდა. პროექტი გულისხმობს მშობლების ცნობადობის ამაღლებას იმ თემებზე, რაც ადრეულ ვადებზე ჩვილებში სხვადასხვა ტიპის პრობლემების აღმოჩენას გულისხმობს.
სიახლეა ისიც, რომ მიდლტონი აღდგომების შემდეგ ოფიციალური მოვალეობის შესრულებას დაუბრუნდება. იქამდე ვრცელდებოდა ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები იანვარში გადატანილი ოპერაციის შესაძლო გართულებაზე. ეს ინფორმაცია გასულ კვირას მიდლტონმა ვიდეომიმართვით გააქარწყლა და განაცხადა, რომ მას სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს და ახლა საპრევენციოდ, ქიმიოთერაპიის კურსს გადის.