LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალენდარი, თასის ფინალი და სახელმწიფო პროგრამა (ვიდეო)

12

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა. აღმასკომმა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი, პირველი ლიგების და დუბლების ჩემპიონატის მეორე წრის კალენდარი დაამტკიცა.
ამასთან, ცვლილება შეიტანა დებულებაში და გადაწყვიტა, რომ საქართველოს თასის ფინალი, 26 მაისის ნაცვლად, 18 მაისს ჩატარდება.
აღმასრულებელი კომიტეტის წევრებმა ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამაზეც იმსჯელეს. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა აღმასკომის წევრებს პროექტის დეტალები გააცნო. ფართო საზოგადოებისთვის კი ხუთწლიანი პროგრამის პრეზენტაცია 18 თებერვალს, 18:00 საათზე სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში“ იგეგმება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები