ამერიკის ხელისუფლება ტრანსპორტის ელექტროფიკაციის დაჩქარებას აპირებს
ბაიდენი აპირებს, რომ აშშ-ს ისტორიაში ყველაზე მკაცრი ეკო-სტანდარტები შემოიღოს. გარემოს დაცვის სააგენტომ გამონაბოლქვთან დაკავშირებით ახალი ნორმები მიიღო.
პროგრამა 2027 წლიდან 2032 წლამდე ჰაერის დაბინძურების თითქმის 50%-ით შემცირებას ითვალისწინებს. კანონპროექტში შიდა წვის ძრავის აკრძალვის შესახებ პირდაპირი აკრძალვა არ არის, თუმცა ყველაფერი ელექტრონული აგრეგატებისკენ მიდის.
პრეზიდენტი ბაიდენი ელექტროქარების მიმართ სიმპათიას არც მალავს და არსებული ეკოლოგიური ნორმების გამკაცრებაც მთელი გულით სურს. სწორედ ამიტომ, მან მიზნად დაისახა რომ 2030 წლისთვის მსუბუქი ავტომობილების ნახევარი შიდა წვის ძრავით აღარ იყოს წარმოდგენილი.
ბაიდენის მთავარი ოპონენტი დონალდ ტრამპია, რომელმაც თეთრ სახლში დაბრუნების შემთხვევაში კლიმატური პროგრამის გაუქმება დააანონსა.