ბრიტანელმა ცოლ-ქმარმა 100 წლის იუბილე ერთად აღნიშნა. ამის შესახებ 1TV წერს.
კიტ შემროკმა და მისმა მეუღლე ბობმა 100 წლის იუბილე მარტის თვეში, ერთ კვირიანი სხვაობით აღნიშნეს. ამის შემდეგ წყვილი ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად ეკლესიისკენ გაემართა, სადაც საქორწინო ფიცი კიდევ ერთხელ გაცვალეს. ცერემონიის ბოლოს სტუმრებმა „ახალდაქორწინებულებს“ უმღერეს და შემდეგ აღსანიშნავად გაემართნენ.
2024 წელს შემროკების ქორწინებას 78 წელი შეუსრულდა. როგორც კიტმა თქვა, მეორე ქორწილი მისთვის ძალიან ემოციური იყო და წარსულის მოგონებები გაუცოცხლა.
წყვილი ერთმანეთს კიტის მეგობრის დახმარებით შეხვდა. ხანგრძლივი ქორწინების საიდუმლოზე საუბრის დროს ბობი აღნიშნავს, რომ ცხოვრებაში განსხვავებული მომენტები ჰქონდათ, თუმცა კომპრომისის პოვნას ყოველთვის ახერხებდნენ. წყვილის თქმით, „ცხოვრებას კამათის გარეშე არავინ ატარებს“.