ევროკავშირში, რეკლამისგან თავისუფალი „ფეისბუკი“ და „ინსტაგრამი“ შესაძლოა ფასიანი გახდეს. აღნიშნულის საფუძველი ევროკავშირის მარეგულირებლის მიერ მომხმარებელთა პირადი მონაცემების დაცვის მუდმივი მოთხოვნა გახდა.
რეკლამებისგან თავისუფალი პლატფორმების გადასახადი მობილური ვერსიებისთვის 13 ევრო იქნება, ხოლო „დესკტოპის“ ვერსიებისთვის, 10 ევრო.
„მეტას“ განმარტებით, მობილური ვერსიებისთვის ფასი შედარებით მაღალია, რადგან კომპანიას Apple-სა და Google-ის App Store-ებისთვის დამატებითი თანხის გადახდა მოუწევს.