მომღერალმა ქეთა თოფურიამ ინსტაგრამზე ახალი კლიპი დაანონსა. მან ა-სტუდიოსთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც ჯგუფის ახალი კლიპის პოსტერია.
სიმღერის სახელწოდება არის „მხოლოდ შენთან“, ჯერჯერობით უცნობია ვინ არის ვიდეორგოლის რეჟისორი და როდის იხილავს ის დღის სინათლეს.
ქეთას ფოტოს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ინტერნეტ-მომხმარებლები ჯგუფს წარმატებებს უსურვებენ.
