2 გვისტოს, A$AP Rocky შვედეთის ციხიდან გათავისუფლდა. ახლა ის სასამართლოს საბოლოო განაჩენის მოლოდინშია, რომელიც ცნობილი 14 აგვისტოს გახდება.
1 თვიანი პატიმრობისა და სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ამერიკელმა რეპერმა პირველი პერფორმანსი გამართა.
A$AP Rocky-ის პირველი პოსტი ციხიდან გათავისუფლების შემდეგ (ფოტო)
,,მთელი გულით ვუხდი მადლობას ჩემს თაყვანისმცემლებს, მეგობრებსა და ყველას, ვინც ბოლო კვირების განმავლობაში მხარს მიჭერდა. ძალიან მძიმე გამოცდილება მივიღე" - დაწერა ამერიკელმა რეპერმა.
30 წლის ჰიპ-ჰოპ შემსრულებელი მსმენელის წინაშე Real Street Festival-ზე წარდგა. საღამოზე მან რამდენიმე სიმღერა, მათ შორის კი მესამე სტუდიური ალბომის – Testing სინგლები – ASAP Forever და Praise the Lord (Da Shine) შეასრულა.
ამასთან, მან სცენაზე Tyler, the Creator-თან ერთადაც იმღერა.