LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიანა და მისი საქმრო ძალიან კონსერვატიული „ლუქებით“ ემანუელ და ბრიჯიტ მაკრონებს შეხვდნენ

167
page

რიანა და მისი საქმრო, A$AP Rocky, ისევე როგორც უამრავი სხვა ვარსკვლავი პარიზში იმყოფებიან. თუმცა, ბარბადოსელმა არტისტმა, გარდა „მოდის კვირეულისა“, გადაწყვიტა პრეზიდენტი მაკრონი და მისი მეუღლე მოენახულებინა.

რიანა და ასაპი „ელისეის სასახლეში“ მიღებაზე იმყოფებოდნენ და საოცრად კონსერვატიულად გამოიყურებოდნენ. ამ დღეს რირის შავი ქვედაბოლო და ამავე ფერის მოსასხამი ამშვენებდა, რეპერი კი კოსტიუმში იყო გამოწყობილი. ჯერჯერობით უცნობია მათი ოფიციალური ვიზიტის მიზეზები.

ცნობისთვის, ორი შვილის გაჩენის შემდეგ, ბარბადოსელმა ლამაზმანმა გადაწყვიტა, მუსიკალურ კარიერას აქტიურად დაუბრუნდეს. არტისტი მალე ორ ალბომს გამოუშვებს. აგრეთვე ის მსოფლიო ტურნეში გამგზავრებასაც გეგმავს.

2 ახალი ალბომი და მსოფლიო ტურნე – რიანა მუსიკალურ კარიერას აქტიურად უბრუნდება

„დედის ასლია“ – რიანა მეორე შვილის დედა გახდა 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები