LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აბასთუმანში წყალარინების ინფრასტრუქტურის მშენებლობა იწყება

99
დდ

აბასთუმნის წყალარინების ინფრასტრუქტურის მშენებლობა იწყება. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, კურორტზე წყალარინების ცენტრალიზებული ქსელი გასული საუკუნის 70-იან წლებშია აშენებული და მას შემდეგ რეაბილიტაცია არ ჩატარებია.

პროექტის ფარგლებში მოეწყობა ახალი საკანალიზაციო სისტემა, კოლექტორები და კანალიზაციის ჭები.

ახალი ინფრასტრუქტურა აბასთუმნის გარდა ობსერვატორიის, აღობილისა და არაზინდოს დასახლებებს მოემსახურება. პროექტის დასრულება დაგეგმილია 2020 წლის შემოდგომაზე.

პროექტს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ახორციელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g