LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაბა წავკისში ხანძრის გამო ზოგიერთ აბონენტს წყალმომარაგება დროებით შეუწყდება

51
gwp-1

დღეს, 4 სექტემბერს, დაბა წავკისში ხანძრის შედეგად კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წავკისის სატუმბო სადგურს ავარიულად შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით, ამ დროისთვის წყალმომარაგება შეზღუდული აქვს დაბა კოჯორს, კიკეთს, ბეთანიას, კვესეთსა და სამადლოს.

„წყალმომარაგების აღდგენის შესახებ ინფორმაციას კომპანია დამატებით გაავრცელებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები