LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

GWP: წყალმომარაგება სრულად რამდენიმე საათში აღდგება

159
წყალი-ონკანი

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“  განცხადებით, 7 ივნისს მცხეთა-მთიანეთის რაიონში ძლიერი წვიმით გამოწვეული უხვი ნალექით დატბორვის გამო საგურამოს სათავე ნაგებობაზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდა.

კომპანიის ცნობით, მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა წყალმომარაგების სისტემისა და ქსელის ინტენსიური რეცხვა, რის შემდეგაც წყლის ხარისხი შემოწმდა ლაბორატორიულად.

მათივე ცნობით, ამ ეტაპზე მოსახლეობის უმეტეს ნაწილს წყალი უკვე მიეწოდება და რამდენიმე საათის განმავლობაში ეტაპობრივად სრულად აღდგება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები