აბასთუმნის განვითარებისთვის მომავალ წელს 13 მილიონი ლარი დაიხარჯება.
როგორც დღეს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, მომავალ წელს დაიწყება აბასთუმნის განვითარების გენერალური გეგმის მომზადება.
”გენერალური გეგმა თანამედროვე სტანდარტებით მომზადება, რათა ყველა ის საჭირო ინფრასტრუქტურა, რომელიც ამ კურორტს უნდა გააჩნდეს, გათვალისწინებული იქნას პროექტში,”- განაცხადა კვირიკაშვილმა.
აბასთუმანი მდებარეობს მდინარე ოცხის ხეობაში, ახალციხიდან 28 კმ-ზე. აბასთუმანში არის ტუბსანატორიუმები, ასტროფიზიკური ობსერვატორია, კულტურის, განათლებისა და ჯანდაცვის ობიექტები.