ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, აბასთუმნის თავზე 8 კილომეტრის ფართობზე არასაფრენი არეალი იქნება. ნათია თურნავას თქით, აბასთუმნის თავზე საერთაშორისო საჰაერო მარშრუტები არ გადის. ფრენების შეზღუდვაზე კი სამინისტროს თავად აბასთუმნის ობსერვატორიამ მიმართა.
“აბასთუმნის ობსერვატორია არის ჩვენი ერთ-ერთი და მსოფლიო მასშტაბითაც უნიკალური სამეცნიერო ცენტრი, სადაც 70-ზე მეტი მეცნიერი მოღვაწეობს და ასობით სამეცნიერო ნაშრომი სრულდება. მთავარი მიმზიდველობა ამ ცენტრის და იდეა მისი აბასთუმანში, 100 წლის წინ განთავსების იყო ის, რომ უნიკალური ჰაერი, ატმოსფერო, თავისი სისუფთავით იძლევა საშუალებას, რომ მაღალი სიზუსტის კვლევები ჩატარდეს. აქედან გამომდინარე როდესაც ჩვენს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს აბასთუმნის ობსერვატორიამ მომართა, რომ ყოფილიყო მცირედი კორექტირება საჰაერო მარშრუტების, აქ არ არის საუბარი რომელიმე საერთაშორისო მარშრუტებზე, იმდაგვარად რომ დროებით შეზღუდვის 8 კმ-იანი არეალი დაწესებულიყო, თან ისე რომ არც ერთი თეთრი არ იკარგება, არანაირი ზარალი არ ადგება სახელმწიფოს, არც ერთი საერთაშორისო მარშრუტი არ გადის საქართველოს არეალიდან.
რასაკვირველია, ჩვენ ამას დავუჭირეთ მხარი და ეს არის ჩვეულებრივი პრაქტიკა, მათ შორის საქართველოში მიღებული პრაქტიკაა, რომ როდესაც არის გარკვეული გარემოებები, ეს დროებითი კორექტირებული ზომები დაწესდეს”, – ამბობს ეკონომიკის მინისტრი.