თვის დასაწყისში ლეგენდარული შვედური ჯგუფის ABBA-ს სახელი კვლავ ბევრეჯ გაჟღერდა.
„ევროვიზიის“ ორგანიზატორებმა შვედური ჯგუფის 1974 წელს გამოსული კომპოზიცია, Waterloo ყველა დროის საუკეთესო კომპოზიციად დაასახელეს.
Abba-ს Waterloo ყველა დროის საუკეთესო კომპოზიციად დასახელდა
1974 წელს ჯგუფმა სწორედ ამ სიმღერით გაიმარჯვა „ევროვიზიის“ კონკურსზე და ამავე კომპოზიციით გაითქვა სახელი, ის ჯგუფის პირველი სინგლია და დღემდე მისი 6 მილიონი ასლია გაყიდული
ახლა კი ინფორმაცია გავრცელდა, რომელმაც საზოგადოება საოცრად გაახარა. ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, ბიორნ ულვეუსმა ტელეკომპანია CNBC-ისთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ჯგუფი წელს ახალი სიმღერების გამოშვებას გეგმავს. კვარტეტს უკვე ორი სიმღერა აქვთ მზად, I Still Have Faith In You და Don’t Shut Me Down.
შეგახსენებთ, ჯგუფი Abba 1972 წელს, სტოკჰოლმში შეიქმნა, კვარტეტმა 10 წელი იარსება.