LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ABBA-ს წევრები დუა ლიპას ევროვიზიისთვის სიმღერას დაუწერენ

125
page

ლეგენდარული შვედური ჯგუფი ABBA 40 წლის შემდეგ დაბრუნდა, მათ ალბომი ABBA Voyage  გაავრცელეს.

პრემიერა: ლეგენდარულმა Abba-მ 40 წლის შემდეგ პირველი ალბომი გაავრცელა

ახლახან ჯგუფის ორი წევრის, ბიორნ ულვეუსისა და ბენ ანდერსონის ინტერვიუ გავრცელდა, საიდანაც ვიგებთ, რომ მუსიკოსები საევროვიზიო სიმღერის დაწერაზე  ფიქრობენ.

„წელს ჩვენ ახალ ტაქტიკას მივმართეთ,  გვსურს, რომ დუა ლიპასა და ლანა დელ რეისთან ვიმუშაოთ და შესაძლოა, მათ სიმღერები დავუწეროთ“, – აცხადებენ ლეგენდარული არტისტები.

აღსანიშნავია, რომ ABBA ევროვიზიის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და წარმატებულ გამარჯვებულ ჯგუფად მიიჩნევა. კოლექტივმა და მრავალი მუსიკალური ჯილდოს მქონე არტისტმა დუა ლიპამ ერთობლივი სიმღერაც გაავრცელეს.

შეგახსენებთ, ევროვიზიის რიგით 66-ე კონკურსი 2022 წლის 10, 12 და 14 მაისს, იტალიის ქალაქ ტურინში გაიმართება.

https://www.youtube.com/watch?v=E36le5TZmrc

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები